„ალ-აჰლი“ მესის გაფორმებას აპირებს - მოლაპარაკებები, რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს #1TVSPORT
„ალ-აჰლი“ მესის გაფორმებას აპირებს - მოლაპარაკებები, რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-აჰლი“ კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს „ინტერ მაიამის“ კაპიტანთან, ლიონელ მესისთან.

როგორც ფრანგული გაზეთი L’Equipe-ი წერს, „ალ-აჰლი“ ლეგენდარული არგენტინელის გადაბირებას 2025 წლის დეკემბერში აპირებს, როცა ამოიწურება მესის კონტრაქტი MLS-ის კლუბთან.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ფეხბურთელსა და „ალ-აჰლის“ წარმომადგენლებს შორის, უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს.

ასევე აღნიშნავენ, რომ თავად „ინტერ მაიამის“ სურს მესის შენარჩუნება და მასთან კონტრაქტის გაგრძელება.