ახვლედიანი „დინამოს“ ისრაელში არ გაჰყვა - თავდამსხმელს „ტორპედოში“ იწვევენ #1TVSPORT
ახვლედიანი „დინამოს“ ისრაელში არ გაჰყვა - თავდამსხმელს „ტორპედოში“ იწვევენ #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ისრაელში კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ჰაიფას „მაკაბის“ დაუპირისპირდება. კახა ცხადაძემ ისრაელში 19 ფეხბურთელი წაიყვანა, მაგრამ მათ შორის არაა თავდამსხმელი თორნიკე ახვლედიანი.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, „დინამოს“ ცენტრალურმა თავდამსხმელმა, შესაძლოა, კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელოს: 22 წლის ახვლედიანს მეტი სათამაშო დრო უნდა, რაც თბილისურ კლუბში არ ჰქონდა და ახლა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, თუმცა, პრიორიტეტული „ტორპედოა“.

თორნიკე ახვლედიანმა კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, საიდანაც ესპანურ „ლეგანესეში“ გააგრძელა, ხოლო 2019 წელს მეოთხე ლიგის „ზესტაფონში“ გამოდიოდა, „დინამო თბილისში“ 2020 წლის დასაწყისში კახა ჩხეტიანის მიწვევით ჩაირიცხა, რომელიც ამჟამად „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელია.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, „ტორპედოში“ გუნდის ორი ყოფილი ფეხბურთელი ბრუნდება – ნახევარმცველი მათე ცინცაძეც და მეკარე როინ კვასხვაძეც, რომელიც „ტორპედოს“ კაპიტანი იყო. ცინცაძე ბოლოს ალბანურ „კუკეშში“ თამაშობდა, ხოლო კვასხვაძე – „დინამო თბილისში“.