ახმეტის რაიონში ორი სოფლის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება ამ დროისთვის ამოწურულია

ახმეტის რაიონში ორი სოფლის მცხოვრებლებს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტს დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით,​ მატანის მცხოვრებლები დუისში იმყოფებოდნენ და მათმა მანქანამ წიწილა გაიტანა. ამ ნიადაგზე დაწყებული ჩხუბისას, ორი ადამიანი დაშავდა. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

დღეს დილიდან აღნიშნულთან დაკავშირებით ორი სოფლის მოსახლეობის ნაწილი იყო გამოსული, თუმცა, როგორც ადგილზე აცხადებენ, დაპირისპირება ამოწურულია.