„ახმატი“ საკონტროლო მატჩში „შკუპის“ დაუზავდა - შელიამ პენალტი მოიგერია, მარგველაშვილმა ძირითადში ითამაშა #1TVSPORT
თურქულ შეკრებაზე ორმა ისეთმა კლუბმა ითამაშა, სადაც ქართველები გამოდიან – რუსეთის პრემიერლიგელმა გროზნოს „ახმატმა” და ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერმა „შკუპიმ“ საკონტროლო მატჩში ფრედ ითამაშეს.
თურქეთის შეკრებაზე გამართულ ამხანაგურ მატჩში გროზნის „ახმატი“ დაწინაურდა, რომლის კარსაც გიორგი შელია იცავდა. 33 წლის ქართველი მეკარე მატჩის გმირი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდმა მისი კარი 2-ჯერ აიღო.
„შკუპიმ“ მეორე ტაიმში თერთმეტმეტრიანის გატანა ვერ მოახერხა. ფრედი ალვარესის დარტყმა „ახმატის“ ქართველმა მეკარემ მოიგერია. შელიამ საიმედოდ ითამაშა კიდევ რამდენიმე ეპიზოდში და გუნდი წაგებას გადაარჩინა.
მან პენალტი და რამდენიმე ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია და საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა. ბალკანელების ვებგვერდზე გუნდის შემადგენლობა არ იყო, მაგრამ ვიცით, რომ ახალ კლუბში ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, გაგი მარგველაშვილმა ითამაშა – 25 წლის ქართველი ლეგიონერი ბალკანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო.
