ახლობლების ინფორმაციით, ბათუმში ქალის დაჭრის საქმეზე პოლიცია მის დისშვილს ეძებს
ახლობლების ინფორმაციით, ბათუმში ქალის დაჭრის საქმეზე პოლიცია მის დისშვილს ეძებს

ბათუმში შუახნის ქალის დაჭრასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 52 წლის ქალი სავარაუდოდ 23 წლის დისშვილმა დაჭრა. შემთხვევა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში მოხდა. მეზობლების თქმით, კონფლიქტი, რა დროსაც ქალი დაჭრეს, ქონების გაყოფას უკავშირდებოდა.

„დედაჩემი წლებია, საკუთარ დას უვლის, რომელიც მწოლიარე ავადმყოფია. დღეს რა მოხდა, დეტალები არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ დისშვილს პოლიცია ეძებს. სავარაუდოდ მან დაჭრა“, – განაცხადა დაჭრილის შვილმა.

ქალს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. დაჭრილს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.