ახლობელი ადამიანების სიკვდილის გამო, მეივეზერი 2020 წელს რინგზე არ დაბრუნდება
ახლობელი ადამიანების სიკვდილის გამო, მეივეზერი 2020 წელს რინგზე არ დაბრუნდება

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი რინგზე 2020 წელს არ დაბრუნდება. ამის მიზეზია ერთი კვირის განმავლობაში მისი ორი ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, – წერს TMZ Sports.

გარდა ამისა, მეივეზერი უფრთხის კორონავირუსის პანდემიას და სანამ მთელს მსოფლიოში ინფექციის მხრივ სიტუაცია სრულად არ გამოსწორდება, ამერიკელი ბრძოლას არ აპირებს.

ბოლოჯერ ფლოიდ მეივეზერი რინგზე 2017 წლის აგვისტოში გავიდა, როცა ნოკაუტით დაამარცხა UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს საკუთარ მანქანაში მკვდარი იპოვნეს მეივეზერის სამი შვილის დედა ჯოზი ჰარისი, 18 მარტს კი გარდაიცვალა მისი ბიძა და მწვრთნელი როჯერ მეივეზერი.