ახლად დანიშნული საინტერესო ბრძოლები აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში
ახლად დანიშნული საინტერესო ბრძოლები აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში

UFC-იმ უახლოეს მომავალში საინტერესო ბრძოლები დააანონსა. 14 მარტის ქარდს ორი დაპირისპირება დაემატა. ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში მიშა ცირკუნოვი რაიან სპენის წინააღმდეგ იბრძოლებს. ამავე ქარდზე ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჩარლს ჟურდეინი სტივ გარსიას წინააღმდეგ გავა ოქტაგონზე. შეგახსენებთ, რომ 14 მარტის ქარდზე მთავარი ბრძოლა ლეონ ედვარდსა და ბელალ მუჰამადს შორის შედგება.

საინტერესო ბრძოლა ჩაინიშნა 1 მაისის ქარდზე. იონ კუცელაბა მაგომედ ანკალაევთან მარცხის შემდეგ გამარჯვების მოსაპოვებლად დევინ კლარკს შეებრძოლება.

17 აპრილს ტონი გრაველის მეტოქე ნეიტ მანესი იქნება. ამ ქარდზე მთავარი ბრძოლა რობერტ ვიტეკერსა და პაულო კოსტას შორის გაიმართება.