ახლა უკვე ოფიციალურად - „როტორში“ მეხუთე ქართველი ჩაირიცხა
ახლა უკვე ოფიციალურად - „როტორში“ მეხუთე ქართველი ჩაირიცხა

გიორგი არაბიძე მეხუთე ქართველი მოთამაშეა, რომელიც „როტორში“ ითამაშებს – პორტუგალიური „ნასიონალიდან“ 22 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე ინფორმაცია ვოლგოგრადული კლუბის ვებგვერდმაუკვე ოფიციალურად დაადასტურა.

„არაბიძე „როტორს“ იჯარით შეუერთდა. გიორგი შემტევი ნახევარმცველია. პროფესიული კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო. ასევე თამაშობდა დონეცკის „შახტარში“, თურქულ „ადანასპორში“ და პორტუგალიურ „ნასიონალში“. ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრებში ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა. მოთამაშესთან ხელშეკრულება სეზონის დასრულებამდე გაფორმდა“, – წერია „როტორის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

გიორგი არაბიძე ვოლგოგრადელებს თურქულ შეკრებაზე უკვე ორი დღეა, რაც შეუერთდა და გუნდთან ერთად ბელექში ვარჯიშობს.

„მოხარული ვარ, რომ გუნდში მოვხვდი. მომეწონა გარემო, რაც ამ ორი დღის განმავლობაში დავინახე. ძალიან მეგობრული გუნდია. ყველა ერთმანეთს ეხმარება. შედეგის მისაღწევად ეს მთავარი ფაქტორია. ჩემი მხრივ, შევეცდები გუნდის დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთო“, – განაცხადა გიორგი არაბიძემ „როტორის“ ვებგვერდთან ინტერვიუში.

22 წლის ნახევარმცველის ტრანსფერს პორტალი Transfermarkt არაბიძის 450 ათას ევროდ აფასებს. შეგახსენებთ, რომ „როტორში“ უკვე ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი. ამავე დროს, გუნდში ბათუმის „დინამოდან“ ჯოვინო ფლამარიონი დაიმატეს. 2020 წელს გუნდი ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ქართველმა, ჯანო ანანიძემ დატოვა.

დატოვე კომენტარი