ახლა თვითმფრინავში ვარ და შეკრებაზე მივდივარ - მიქელთაძე „ბარსელონასთან“ ნაკრების გამო არ ითამაშებს #1TVSPORT
ახლა თვითმფრინავში ვარ და შეკრებაზე მივდივარ - მიქელთაძე „ბარსელონასთან“ ნაკრების გამო არ ითამაშებს #1TVSPORT

ბექა მიქელთაძემ დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრებში მიწვევის გამო, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს, იმ მიზეზით, რომ ნაკრებს დროულად შეუერთდეს, – ინფორმაცია ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.

„„ბარსელონასთან“ არ ვითამაშებ, რადგან ნაკრებში გამომიძახეს. ჩემთვის მთავარია დროულად ჩამოვიდე და კარგად მოვემზადო. ახლა თვითმფრინავში ვარ და საქართველოში მოვფრინავ“, – დაგვიდასტურა ქართველმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ დასრულებულ სეზონში მიქელთაძე აღიარეს „ნიუკასლ ჯეტსის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელად და ამას გარდა, გადაეცა გუნდის „ოქროს ბუცი“ და ავსტრალიური ფეხბურთის ლეგენდის, კრეიგ ჯონსტონის ჯილდო. ქართველი ფეხბურთელი ავსტრალიის ა ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, რომელიც 25 მაისს სიდნეიში „ბარსელონას“ ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება.