ახალწვეულის დუბლით „მილანი“ იტალიის თასის პირველი ნახევარფინალისტი გახდა

10:55, 30.01.2019

„მილანის“ პოლონელმა ფორვარდმა კშიშტოფ პიონტეკმა ახალ კუბში გოლების ანგარიში გახსნა. ფეხბურთელი „ჯენოადან“ „მილანში“ რამდენიმე დღის წინ გადავიდა.

პიონტეკმა იტალიის თასის მეოთხედფინალში “ნაპოლის” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. პოლონელის მიერ მე-10 წუთზე შერსულებული პირველივე დარტყმა საგოლე აღმოჩნდა. 16 წუთის შემდეგ კი მან დუბლი გაიფორმა.

„მილანმა“ შინ 2:0 მოუგო „ნაპოლის“ და იტალიის თასის პირველი ნახევარფინალისტი გახდა. ამ ეტაპზე ის „ლაციოსა“ და „ინტერს“ შორის მოგებულს შეხვდება.

პიონტეკისთვის ეს „მილანის“ შემადგენლობაში მეორე მატჩი იყო. სადებიუტო შეხვედრა მას სერია A-ში იმავე „ნაპოლისთან“ ჰქონდა, როცა შეცვლაზე ბოლო ორი წუთი ითამაშა.

კშიშტოფ პიონტეკს “ჯენოას” მაისურით ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 13 გოლი დაუგროვდა.

მსგავსი