ახალწვეული კოტ-დ’ივუარიდან - „თელავმა“ გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
ახალწვეული კოტ-დ’ივუარიდან - „თელავმა“ გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „თელავში“ კიდევ ერთი ახალწვეულია, გუნდში კოჯო ალფონსი ითამაშებს, – ინფორმაციას „თელავის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 29 წლის კოტ-დ’ივუარელი ნახევარმცველი კოჯო ალფონსი დაიცავს. ის გუნდში 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ფეხბედნიერი იყოს, კოჯო, თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები „თელავთან“ ერთად“, – წერია „თელავის“ პრესსამსახურის განცხადებაში.

კოჯო ალფონსი

დაიბადა: 1993 წლის 28 მაისს

სიმაღლე: 180 სმ; წონა: 73 კგ

ამპლუა: ნახევარმცველი

ბოლო კლუბი: „ალაშკერტი“ (სომხეთი)

„თელავის“ ახალწვეულმა კარიერა სამშობლოში, „სტად აბიჯანში“ დაიწყო, 2011 წლიდან პორტუგალიაში გადავიდა და ითამაშა „შავეშში“, „მირანდელაში“, „ოლივეირენსეში“, „ჟილ ვისენტეში“, „აკადემიკა ვიზეუსა“ და „ფეირენსეში“. 2018-2021 წლებში „არარატ-არმენიაში“ თამაშობდა, სადაც სომხეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა, თითოჯერ კი სომხეთის თასი და სუპერთასი მოიგო. ამის შემდეგ კოჯომ ერთი სეზონი ყაზახეთის „ტარაზში“ გაატარა, ბოლოს კი „ალაშკერტში“ გამოდიოდა.