ახალქალაქში მკვლელობა მოხდა
ახალქალაქში მკვლელობა მოხდა

ახალქალაქში დღეს მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

შსს-ში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.