ახალკაცი და ტერაშვილი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ #1TVSPORT
ახალკაცი და ტერაშვილი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ #1TVSPORT

თბილისში, ძიუდოს აკადემიის დარბაზში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე მეორე საშეჯიბრო დღის მედალოსნები გამოვლინდნენ. ასპარეზობა ორ წონით კატეგორიაში – 73 და 81 კგ-ში გაიმართა.

73 კგ-ის ფინალში 18 წლის გიორგი ტერაშვილმა დამატებით დროში ვაზარით გიორგი ჩიხელიძე დამარცხა  და საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლები მიხეილ ბახბახაშვილმა და ფრიდონ გიგანმა მოიპოვეს. 81 კგ-ში ოქროს მედლისთვის საქართველოს ნაკრების წევრი, გამოცდილი ძიუდოისტი ვლადიმირ ახალკაცი ლევან გუგავას დაუპირისპირდა და მეტოქის დამარცხება ვაზარით შეძლო.

ბრინჯაო მედლების მფლობელები კი გიორგი შერაზადიშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე გახდნენ.

ხვალ, 21 ნოემბერს, ტურნირის დასკვნით დღეს, ძიუდოისტები სამ წონით კატეგორიაში -90,100, +100კგ-ში იასპარეზებენ.

დატოვე კომენტარი