ახალი ზელანდიის საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერს მოუწოდებს, სექტემბერში დაგეგმილი არჩევნები კორონავირუსის გამო გადადოს
ახალი ზელანდიის საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერს მოუწოდებს, სექტემბერში დაგეგმილი არჩევნები კორონავირუსის გამო გადადოს

ახალი ზელანდიის საპარლამენტო ოპოზიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, სექტემბერში დაგეგმილი არჩევნები გადადოს. მიზეზი „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევებია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

102-დღიანი პაუზის შემდეგ, ახალ ზელანდიაში, ოკლენდის რაიონში გუშინ პირველად დაფიქსირდა „კოვიდ-19“-ის შიდა გადაცემის შემთხვევები. ქალაქში სამდღიანი კარანტინი გამოცხადდა.

ეროვნული პარტიის ლიდერის, ჯუდიტ კოლინსის განცხადებით, არსებულ პირობებში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

„რთულია, ჩაატარო დემოკრატიული კენჭისყრა, თუ ხალხი ხმის მიცემას ვერ მოახერხებს. ეს პრობლემაა“, –  აცხადებს ჯუდიტ კოლინსი.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯესინდა არდერნი აცხადებს, რომ მდგომარეობის შესაფასებლად და გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება.