ახალი ვიცე-კაპიტნის წარმატებული მატჩი - კვეკვესკირი პოლონეთის ტურის სიმბოლურშია #1TVSPORT
ახალი ვიცე-კაპიტნის წარმატებული მატჩი - კვეკვესკირი პოლონეთის ტურის სიმბოლურშია #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული თერთმეტი მოთამაშე ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ანალიზის პორტალმა „სოფასქორმა“ დაასახელა.

პოლონეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში „ლეხმა“ „იაგელონიას“ უმასპინძლა, რომელიც გასავარდნ ზონაშია და დიდი ანგარიშით დაამარცხა 3:0. ნიკა კვეკვესკირი პოზნანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, პორტალისგან კი მაღალი შეფასება 8,1 ქულა დაიმსახურა.

საქართველოს ნაკრების 29 წლის ნახევრამცველზე უკეთესი შეფასება ტურში მხოლოდ ოთხმა მოთამაშემ მიიღო. „სოფასქორმა“ ტურის სიმბოლური ნაკრები საკმაოდ უცნაური სისტემით შეადგინა – 3-1-4-2 სქემით, სადაც ნიკა კვეკვესკირი თერთმეტეულში ერთადერთი საყრდენი ნახევარმცველია.

ამ მატჩის შემდეგ „ლეხმა“ 52 ქულა დააგროვა, ისევე როგორც ჩენსტოხოვასრაკუვმა“, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. პირველ ადგილზე კი შჩეცინისპოგონია“ (53) – ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი საჩემპიონობ მთავარი ბრძოლები წინაა.

შეგახსენებთ, რომ პოზნანისლეხის“ ქართველი ლეგიონერი ვილი სანიოლმა მარტის სანაკრებო მატჩებისთვის გამოიძახა, რომელსაც გასვლაზე ბოსნიასთან (25 მარტს) და ალბანეთთან (29 მარტი) გამართავს. კვეკვესკირი ამ მატჩებს ვიცე-კაპიტნის რანგში შეხვდება.