ახალი თვალით დანახული 13 მაისი - „დინამო არენაზე“ გიგა გვენცაძის ფილმის პრემიერა გაიმართა #1TVSPORT
„დინამო არენაზე“ გიგა გვენცაძის ფილმის, „დიდი გუნდის“ პრემიერა გაიმართა, რომელიც თბილისის „დინამოს“ 13 მაისის ისტორიული გამარჯვების 45 წლისთავს მიეძღვნა.
ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა სრულიად ახლებურად წარმოაჩინა ქართული ფეხბურთის 1981 წლის წარმატება. „დინამოს“ მიღწევის შესახებ საუბრობენ არა მატჩის მონაწილე ქართველი ვეტერანები, არამედ თბილისელების მიერ დამარცხებული გუნდების – „ვესტ ჰემის“, „ფეიენოორდისა“ და „კარლ ცაისის“ ფეხბურთელები.
ფილმი სპორტის სამინისტროსა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით გადაიღეს. უნიკალური საარქივო მასალის გამოყენებისთვის „დიდი გუნდის“ ავტორმა განსაკუთრებული მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაუხადა.
საერთო შეფასებით, გიგა გვენცაძის ვერსია 13 მაისზე გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე არაორდინარულია და „დინამოს“ წარმატების რეალურ მასშტაბებს ყველაზე სრულყოფილად წარმოაჩენს.