ახალი ტრანსფერი კვიპროსში - „პაფოსმა“ „დინამოს“ მცველი დაიმატა #1TVSPORT
ახალი ტრანსფერი კვიპროსში - „პაფოსმა“ „დინამოს“ მცველი დაიმატა #1TVSPORT

კვიპროსის სუპერლიგის გუნდმა „პაფოსმა“ ლევან ხარაბაძის შეძენის შესახებ განაცხადა და 22 წლის ქართველი მცველი ოფიციალურად წარადგინა.

„პაფოსი“ აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ლევან ხარაბაძე დავიმატეთ. 22 წლის მცველი დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობს. მივესალმებით ლევანს „პაფოსის“ ოჯახში და ვუსურვებ მას წარმატებებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

22 წლის მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ხოლო ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 19 წლის ასაკში ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ჰქონდა. ეს მოხდა მანამდე, სანამ „ციურიხში“ გადავიდოდა, სადაც იჯარით ორი სეზონი გაატარა – მაგრამ შვეიცარიულ კლუბში ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და „დინამოში“ დაბრუნდა.