ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „ვაკერ ინსბრუკი“ დაამარცხა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა ავსტრიის რეგიონული ლიგის კლუბთან, „ვაკერ ინსბრუკთან“ ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.
მატჩში უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში გერმანული გუნდი ფლობდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.
შეხვედრაში პირველი რეალური მომენტი სწორედ ზივზივაძემ შექმნა — 24-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ დაარტყა და ბურთი ძელს მოხვდა.
შესვენებაზე „ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა. ანგარიში 74-ე წუთზე შტეფან შიმერმა გახსნა, ხოლო 88-ე წუთზე მანვე დუბლი შეასრულა.