ახალი სეზონისთვის „იბერიის“ პირველი ლეგიონერი დორასო კლასი იქნება #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა, „იბერიამ“ ნიდერლანდებში აღზრდილი, სურინამის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი დორასო მორეო კლასი დაიმატა, – ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
ამსტერდამში დაბადებული კლასი „დენ ბოსხის“ აკადემიის აღზრდილია. მისი ბიოგრაფიიდან გამოსარჩევია, რომ ბავშობიდან ერთი წლით უფროსებთან თამაშობდა და ყოველდღიურად ვარჯიშებზე მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამსტერდამიდან ჰერტოგენბოშამდე 90 კილომეტრს ფარავდა.
დორასო მორეო კლასი 23 წლისაა და მისი სიმაღლე 185 სანტიმეტრია. ტრანფერის საბაზრო ღირებულება 257 ათას ევროდ ფასდება. მას ნიდერლანდების ჩემპიონატში 5 სეზონი აქვს ნათამაშები – „დენ ბოსხსა“ და „დენ ჰააგში“. უკანასკნელი სეზონის პირველი წრე ბელგიურ „დეინცეში“ გაატარა.
დორასო მორეო კლასის მშობლები სურინამელები არიან, 2023 წლის ივნისში სურინამის ეროვნული ნაკრებში მისი დებიუტი შედგა, რის შემდეგაც მან ნაკრების მაისურით 4 შეხვედრა ჩაატარა.