ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი, ავსტრალიის გრანპრი, მელბურნis ალბერტ-პარკის ტრასაზე გაიმართა.
ისევე, როგორც შაბათის კვალიფიკაცია, კვირას გამართული რბოლაც მერსედესის ტრიუმფით აღინიშნა. ეტაპის ბედი, პრაქტიკულად სტარტზე გადაწყდა, როცა ვალტერი ბოტასმა პირველ მეტრებზე გაუსწრო ლუის ჰემილტონს და ფინიშამდე არავის დაუთმო პირველი ადგილი. ჰემილტონი მეორეზე გავიდა 20-წამიანი ჩამორჩენით, ხოლო მერსედესის პილოტებთან ერთად პოდიუმზე ავიდა რედ ბულის ჰოლანდიელი პილოტი მაქს ფერსტაპენი – მან ბოტასთან 22 წამი წააგო და მესამე ადგილი დაიკავა.
ასევე ქულათა ზონაში მოხვდნენ: სებასტიან ფეტელი, შარლ ლეკლერი, კევინ მაგნუსენი, ნიკო ჰიულკენბერგი, კიმი რაიკონენი, ლენს სტროლი და დანიილ კვიატი.
ბოტასმა ერთ წრეზე საუკეთესო დრო აჩვენა, რის გამოც დამატებითი ქულა მიიღო პირად ჩათვლაში. ფინელი 26 ქულით სათავეში ჩაუდგა ჩემპიონატს.
მეორე ეტაპი ორი კვირის შემდეგ, ბაჰრეინში გაიმართება.