ახალი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ერთი თვე გაგრძელდება #1TVSPORT
ახალი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ერთი თვე გაგრძელდება #1TVSPORT

2025 წელს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ერთი თვის განმავლობაში გაიმართება, კერძოდ, 15 ივნისიდან 13 ივლისამდე, – იტყობინება Sky News. ეს ვადები კვირას, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა.

ტურნირის ახალი ფორმატი ითვალისწინებს 32 კლუბის მონაწილეობას. აქედან 12 ევროპული იქნება. „ჩელსის“, „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ გარანტირებული აქვთ მონაწილეობა, როგორც ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ გამაჯვებულებს.

ამასთან დაკავშირებით, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPro) შეახსენა ფიფა-ს, რომ ფეხბურთელებს სეზონებს შორის ესაჭიროებათ 28-დღიანი შესვენება. ასევე FIFPro-მ გამოაცხადა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს 2024-25 წლების სეზონში კლუბსა და ნაკრებში მოუწევს 80 მატჩზე მეტის ჩატარება, რაც 100 პროცენტით აღემატება ამჟამინდელ მაქსიმალურ ნიშნულს.