ახალი რეკორდი - „მანჩესტერ სიტის“ მუნდიალზე 17 ფეხბურთელი ეყოლება
ახალი რეკორდი - „მანჩესტერ სიტის“ მუნდიალზე 17 ფეხბურთელი ეყოლება

„მანჩესტერ სიტიმ“ მსოფლიოს ჩემპიონატების ახალი რეკორდი დაამყარა: ამ გუნდის ერთბაშად 17 ფეხბურთელია გამოძახებული მუნდიალის მონაწილე ნაკრებებში.
ინგლისის ჩემპიონის რიგებიდან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშებენ:

ფაბიან დელფი, ჯონ სტოუნზი, კაილ უოკერი, რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი), ედერსონი, დანილო, ფერნანდინიო, გაბრიელ ჟესუსი (ბრაზილია), ილქაი გიუნდოგანი, ლერო სანე (გერმანია), ნიკოლას ოტამენდი, სერხიო აგუერო (არგენტინა), ვენსან კომპანი, კევინ დე ბრუინი (ბელგია), ბერნარდო სილვა (პორტუგალია), დავიდ სილვა (ესპანეთი), ბენჟამენ მენდი (საფრანგეთი).

“სიტიმ” ერთი ფეხბურთელით აჯობა მადრიდის “რეალს”, რომელსაც მუნდიალზე 16 ფეხბურთელი ეყოლება წარგზავნილი.

წინა რეკორდსმენი “არსენალი” იყო – ეს გუნდი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე 15 ფეხბურთელით იყო წარმოდგენილი.