ახალ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთი ადგილი დაკარგა
ახალ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთი ადგილი დაკარგა

მადრიდის მასტერსის შემდეგ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთი ადგილით დაქვეითდა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი. მან ესპანეთის დედაქალაქში შარშანდელი შედეგი გაიმეორა (პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას), ამიტომაც შეინარჩუნა არსებულ სარეიტინგო ქულები. მისი ერთი საფეხურით ვარდნა კი გამოიწვია იმან, რომ ორი ადგილით ზემოთ ავიდა ფრანგი გაელ მონფილსი.

რაც შეეხება კლასიფიკაციის ტოპ-ათეულს, აქ პირველი სამეული უცვლელი დარჩა. მეოთხე და მეხუთე ადგილები გაცვალეს დომინიკ ტიმმა და ალექსანდრ ზვერევმა, რომელმაც შარშანდელი ტიტული ვერ დაიცვა. წლევანდელმა ფინალისტმა სტეფანოს ციციპასმა ორი ადგილი მოიგო და მეშვიდე პოზიციაზეა, რაც მისი კარიერის რეკორდია.

1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 12 1360
2(2). ნადალი (ესპანეთი) – 7 945
3(3). ფედერერი (შვეიცარია) – 5 770
4(5). ტიმი (ავსტრია) – 4 845
5(4). ა. ზვერევი (გერმანია) – 4 745
6(7). ნიშიკორი (იაპონია) – 3 860
7(9). ციციპასი (საბერძნეთი) – 3 790
8(6). ანდერსონი (ს. აფრიკა) – 3 755
9(8). დელ პოტრო (არგენტინა) – 3 145
10(11). ჩილიჩი (ხორვატია) – 3 025