ახალი რეალობის ახალი ფორმა - სამწვრთნელო კურსები დისტანციურად მიმდინარეობს
ახალი რეალობის ახალი ფორმა - სამწვრთნელო კურსები დისტანციურად მიმდინარეობს

მწვრთნელთა განათლების კურსებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი
დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს. საპილოტე პროექტის ფარგლებში პირველად მსგავსი ფორმით სწავლება უეფას მწვრთნელთა განათლების „ბე“ ლიცენზიის კურსის ერთ-ერთმა ჯგუფმა გაიარა.

პროექტის მეორე ეტაპზე, საგანმანათლებლო პროცესში კურსის დანარჩენი მონაწილეებიც ჩაერთნენ. დისტანციური სწავლების საპილოტე პროექტში უეფას მწვრთნელთა განათლების „ბე“ ლიცენზიის 25 კურსანტი მონაწილეობს, მათ შორის, ბევრი ახლო წარსულში ეროვნული ნაკრების წევრი ან ეროვნული ლიგის წამყვანი მოთამაშე იყო – ოთარ მარცვალაძე, დათო კვირკველია, ალექსანდრე გოგობერიშვილი, თენგიზ ჩიკვილაძე, შოთა ბაბუნაშვილი, ნიკო კვასხვაძე, ვაჟა ქორიძე, ლაშა ჭელიძე, ოლეგ გველესიანი, გიორგი ნერგაძე. ასევე გიორგი ახალაძე, გიორგი ვარდოსანიძე, გურამ ჯაფარიძე, დავითი გელაშვილი, ვალერი გელიაშვილი, დავით შენგელია, დავით ბარამია, ნორმენ ტარტარაშვილი, ვასილ შენგელია, ნუგზარ ღამბაშიძე, ალექსანდრე ივანიშვილი, გიგი სამადაშვილი, გაგა სამადაშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე და გიორგი მიროტაძე.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვას მწვრთნელთა განათლების სხვა კურსებზეც გეგმავს. პროცესში ჩართული ყველა მონაწილე ამ ფორმით სწავლებაზე დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მიიღებს.