ახალი მანქანა ოლიმპიურ ჩემპიონს - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა ბექაური დააჯილდოვა #1TVSPORT
ახალი მანქანა ოლიმპიურ ჩემპიონს - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა ბექაური დააჯილდოვა #1TVSPORT

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, მცხეთის „მარანი ჰოლში“ გაიმართა ღონისძიება, სადაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და დააჯილდოვეს. საღამოს მედიის, სპორტის და ბიზნესის წარმომადგენლ;ებთან ერთად, ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ

ჩემპიონს სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა სოლიდური პრიზი გადასცეს, ხოლო კომპანია „კიას“ ქართულმა წარმომადგენლობამ ბოლო მოდელის ავტომობილი აჩუქა. ამას გარდა, ბექაურს გადასცეს ფულადი ჯილდო. ოლიმპიური ჩემპიონმა საჩუქარი სხვადასხვა კომპანიისგან მიიღო, ხოლო სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა ასევე გადასცა მანქანის სანომრე ნიშანი წარწერით – BEKAURI.

„უზომოდ ბედნიერი ვარ ამ ლამაზი საღამოსთვის და ამ დაფასებისთვის. ხალხისგან ბევრ სითბოს ვგრძნობ, რაც ორმაგად სასიხარულოა. ვეცდები, ჩემი ქვეყანა და ქართველი ხალხი მომავალშიც გავახარო“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.

კომენტარი გააკეთა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმაც:

„ეს ფონდი არის ხიდი სპორტსა და კერძო ბიზნესს შორის, რომლის მიზანიც ქართული სპორტის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. ეს იყო მოკრძალებული პრიზები იმ ადმიანისთვის, ვინც საქართველოს დიდი სიხარული მიანიჭა და ქვეყნის დიდი სიყვარული დაიმსახურა. მჯერა, ლაშა თავის ქვეყანას კიდევ არაერთ წარმატებას მოუტანს, რადგან ახალგაზრდაა და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის“.