ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა სრულად შეაჩერა

02:06, 03.02.2020

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო, რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა სრულად შეაჩერა. ინფორმაციას „რუსეთის რკინიგზა“ ავრცელებს.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი-პეკინის პირველი თებერვლის პირდაპირი რეისი ზაბაიკალსკამდე მივა.

ამასთან, პირველი თებერვლიდან რუსეთმა ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლაც შეზღუდვა. გამონაკლისს წარმოადგენს რეგულარული რეისები მოსკოვი-პეკინი-მოსკოვი, მოსკოვი-შანხაი-მოსკოვი, მისკოვი-გუანჩჟოუ-მოსკოვი.

ახალ კორონავირუსს უკვე ემსხვერპლა 300-ზე მეტი ადამიანი. დაავადება გამოვლინდა 23 ქვეყანაში.

მსგავსი