ახალი კონტრაქტი „დინამოსთან“ - თბილისელებმა მორჩილაძესთან ხელშეკრულება გაახანგრძლივეს #1TVSPORT
ახალი კონტრაქტი „დინამოსთან“ - თბილისელებმა მორჩილაძესთან ხელშეკრულება გაახანგრძლივეს #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ახალგაზრდა თავდამსხმელ თორნიკე მორჩილაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ჩვენი აკადემიის კიდევ ერთმა აღზრდილმა – თორნიკე მორჩილაძემ, რომელიც უკვე პირველ გუნდში დაწინაურდა, „დინამოსთან“ კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა“, – წერია „დინამო თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

თორნიკე მორჩილაძე 19 წლისაა. ის „დინამოში“ 25-ნომრიანი მაისურით თამაშობს. ამპლუით შემტევმა ნახევარმცველმა სადებიუტო თამაში 29 აპრილს ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართა და მოედანზე ორი წუთის გასულმა მეტოქის კარში სადებიუტო გოლიც გაიტანა, თბილისელებმა კი ქართულ დერბიში მისი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს.

სულ თორნიკე მორჩილაძემ „დინამო თბილისში“ ხუთი მატჩი ჩაატარა და გოლის გარდა, აქტივში ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.