ახალი კონტრაქტი „კრაკოვიასთან“ - კაკაბაძე პოლონურ კლუბში 2027 წლამდე ითამაშებს #1TVSPORT
ახალი კონტრაქტი „კრაკოვიასთან“ - კაკაბაძე პოლონურ კლუბში 2027 წლამდე ითამაშებს #1TVSPORT

ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა – ინფორმაციას პოლონური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიაში“ რჩება. ქართველმა მცველმა ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „კრაკოვიას“ 2021 წლის ზაფხულში „ტენერიფედან“ შეუერთდა. წარსულში ასევე თამაშობდა შვეიცარიის, დანიისა და საქართველოს ჩემპიონატებში.

მიმდინარე სეზონში ოთარმა პოლონეთის ექსტრაკლასაში 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ ჩემპიონატში 69 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კაკაბაძე ევრო 2024-ზე სათამაშოდ საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს“, – წერია „კრაკოვიას“ განცხადებაში, სადაც ქართველ მცველს ევროპის ჩემპიონატისთვის განაცხადში მოხვედრა მიულოცეს.

„მოხარულები ვართ, რომ ოთართან ახალ კონტრაქტზე შეთანხმება შევძელით. მინდა, მადლობა გადავუხადო მოლაპარაკებაში ჩართულ ყველა ადამიანს, თავად ოთარს კი წარმატებები ვუსურვო, მათ შორის, მომავალ ევრო 2024-ზე“, – განაცხადა „კრაკოვიას“ პრეზიდენტმა მატეუშ დრუზჟმა.

„კიდევ სამი წელი! შევხვდებით მომავალ სეზონში. მხოლოდ „კრაკოვია““, – ასე გამოეხმაურა ოთარ კაკაბაძე პოლონურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას.