ახალი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან - ოგბაიძე „ვიკტორიაში“ 2023 წლამდე ითამაშებს #1TVSPORT
ახალი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან - ოგბაიძე „ვიკტორიაში“ 2023 წლამდე ითამაშებს #1TVSPORT

შაკო ოგბაიძემ ბერლინის „ვიკტორიასთან“კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს – ინფორმაციას გერმანული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ბერლინის „ვიკტორიამ“ შალვა ოგბაიძესთან კონტრატქი გააფორმა. თავდასხმელი ახალ სეზონშიც ჩვენთან ითამაშებს. მისი კონტრაქტი თავდაპირველად 2022 წლის 30 ივნისამდე მოქმედებდა. 20 წლის ფეხბურთელმა ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივა. შაკო უკვე დაახლოებით ორი კვირაა, რაც მთავარი მწვრთნელის, სემიჰ კესკინის გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ის 18 ნომრით ითამაშებს“, – წერია გერმანული კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

შალვა ოგბაიძემ თამაში „მაგდებურგის“ 19-წლამდელთა გუნდში დაიწყოო. ბერლინის „ვიკტორიაში“ 2020 წელს გადავიდა და ორი სეზონის განმავლობაში 8 თამაში ჩაატარა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბერლინის „ვიკტორიაში“ კიდევ ერთი სეზონი ვითამაშებ. კლუბში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გუნდი უკეთესად გავიცანი. მინდა, ვითამაშო რაც შეიძლება მალე და გუნდს ახალ სეზონში პირველი გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმარო“, – ამბობს შალვა ოგბაიძე.