ახალი კონტრაქტი 2026 წლამდე - მიქაუტაძემ „მეცთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივა #1TVSPORT
ახალი კონტრაქტი 2026 წლამდე - მიქაუტაძემ „მეცთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივა #1TVSPORT

მეცმა“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძესთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც მიმდინარე სეზონში გუნდის წარმატებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, „მეცთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. 22 წლის თავდამსხმელმა კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივა და გუნდში 2026 წლის ივნისამდე დარჩება.

მიქაუტაძე ლიონის „ოლიმპიკის“ აღზრდილია, ის „მეცს“ 2017 წელს შეუერთდა. სადებიუტო მატჩი 2019 წლის 7 დეკემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის „ნიცასთან“ ჩაატარა, სამი დღის შემდეგ კი პირველ პროფესიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი. გამოცდილების მისაღებად, მიქაუტაძემ 2020-21 და 2021-22 წლების სეზონები იჯარით ბელგიურ „სერენში“ ითამაშა, სადაც 57 მატჩში 36 გოლი გაიტანა და ნამდვილი აღმოჩენა გახდა.

გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც 2021 წლის მარტიდან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია, „მეცში“ სეზონის პირველ ნაწილში მასზე გაცემული ავანსები გაამართლა. მან გუნდის მაისურით, ყველა ტურნირზე, 15 თამაში ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა, მიქაუტაძე „მეცის“ სასტარტო შემადგენლობის სტაბილური მოთამაშეა“ – წერია კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.