ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი თავდაცვის ძალების მეთაურს მთავრობის წარდგინებით დანიშნავს და გაათავისუფლებს
ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი თავდაცვის ძალების მეთაურს მთავრობის წარდგინებით დანიშნავს და გაათავისუფლებს

საქართველოს ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტი თავდაცვის ძალების მეთაურს თანამდებობაზე მთავრობის წარდგინებით დანიშნავს და გაათავისუფლებს.

ახალი კონსტიტუცია ძალაში 16 დეკემბერს, რიგით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რამდენიმე ტერმინი იცვლება. კერძოდ, „საქართველოს სამხედრო ძალები“ და „საქართველოს შეიარაღებული ძალები“ – „საქართველოს თავდაცვის ძალებით“ იცვლება, ხოლო „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის“ თანამდებობა – „საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის“ თანამდებობით.

ამასთან, ახალი ცვლილებებით, განისაზღვრება თავდაცვის ძალების სახეობა და შემადგენლობა. ასევე, თავდაცვის ძალების გამოყენების პროცედურები. კერძოდ, თავდაცვის ძალების მეთაურს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით. მთავრობას კი, თავდაცვის ძალების მეთაურის კანდიდატურას თავდაცვის მინისტრი წარუდგენს.