ახალი ხელშეკრულება მწვრთნელთან - კორღალიძემ „საბურთალოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ახალი ხელშეკრულება მწვრთნელთან - კორღალიძემ „საბურთალოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

„საბურთალოს“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლევან კორღალიძემ თბილისურ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ცნობის თანახმად, ახალგაზრდა სპეციალისტმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი ორი წლით გააფორმა. კორღალიძე „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი იყო 2020 წლის სექტემბრიდან, მაგრამ აპრილში პოსტი დატოვა და ხვიჩა შუბითიძემ ჩაანაცვლა. „საბურთალომ“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კორღალიძე 2021 წლის 2 ნოემბერს დააბრუნა და მისი ხელმძღვანელობით „საბურთალომ“ ერთ თვეში (2021 წელს) დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მოგება შეძლო და ახალ ევროსეზონში კონფერენლიგაზე ითამაშებს.

თბილისური კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა და წლის პირველი საკონტროლო შეხვედრები დაგეგმა. კლუბმა უკვე მოახერხა რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება. საქართველოს თასის მფლობელმა „ლოკომოტივიდან“ წამოსული სამი ფეხბურთელი დაიმატა – ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე, ცენტრალური მცველი სანდრო გურეშეძე და თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი დავით უბილავა. მათ გარდა, კონტრაქტები გაუფორმეს ნოდარ იაშვილს, ლაშა შინდაგორიძეს, ბაქარ ქარდავას, ნოდარ ქავთარაძეს და გია ჩადუნელს.