ახალი კანონის თანახმად, ინდოეთში ექიმზე თავდასხმა შვიდ წლამდე პატიმრობით დაისჯება
ახალი კანონის თანახმად, ინდოეთში ექიმზე თავდასხმა შვიდ წლამდე პატიმრობით დაისჯება

ინდოეთში დაამტკიცეს კანონი, რომლის მიხედვითაც ექიმებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე თავდასხმა შვიდ წლამდე პატიმრობით დაისჯება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კანონში ცვლილების საჭიროება ქვეყანაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საგრძნობლად მოიმატა შეტევებმა ექიმებზე, მედდებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე. ზოგ შემთხვევაში, თავდასხმები მაშინ განხორციელდა, როცა ჯანდაცვის მუშაკები „კოვიდ-19“-ის ინფიცირებულების კონტაქტების მოკვლევას ახორციელებდნენ. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა საავადმყოფოებშიც. ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს.

ინდოეთში ამჟამად „კოვიდ-19“-ის 15 474 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გარდაიცვალა 640 ადამიანი.