ახალი კადრები - ქეცბაიასა და ოქრიაშვილის ინციდენტი (ვიდეო)

კვიპროსული ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრაში, სადაც „ანორთოსისმა“ საკუთარ სტადიონზე „აპოელი“ 2:0 დაამარცხა, მატჩის დასასრულს მცირე ინციდენტი მოხდა.

უსიამოვნება „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიასა და გუნდის ქართველ ლეგიონერს, თორნიკე ოქრიაშვილს შორის მოხდა.

გავრცელდა ამ ეპიზოდის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ეს იყო მწვრთნელის და მოთამაშის ზედმეტად ემოციური ლაპარაკი – უფრო უარესი ამბებიც მომხდარა, მაგრამ ფაქტია, კამათი მოუვიდათ, თავი ვერც ერთმა ვერ შეიკავა და ქეცბაიასა და ოქრიაშვილს შორის გამშველებლები ჩადგნენ, მათ შორის, მურთაზ დაუშვილი.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში „ანორთოსისმა“ „აპოელი” დაამარცხა და 16 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა.

დატოვე კომენტარი