ახალი ინფორმაცია მერაბ დვალიშვილის მეტოქეზე
ახალი ინფორმაცია მერაბ დვალიშვილის მეტოქეზე

როგორც დღეს გახდა ცნობილი, მერაბ დვალიშვილი თავის მე-6 ბრძოლას UFC-ის ოქტაგონზე რეი ბორგის წინააღმდეგ აღარ გამართავს. ამერიკელი მებრძოლი დაპირისპირებას პერსონალური პრობლემის გამო გამოეთიშა. ბორგის შვილი მძიმე დაავადებას ებრძვის და მისი მდგომარეობა დამძიმდა.

კარგია, რომ ასეთ მცირე დროში მერაბისთვის ახალი მეტოქის შერჩევა მოხერხდა. ქართველი მებრძოლი ხვალ ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში გუსტავო ლოპერზს დაუპირისპირდება. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ბრძოლა catchweight კატეგორიაში (140 ფუნტი) შედგება.

გუსტავო ლოპეზისთვის ხვალინდელი ბრძოლა UFC-ის ოქტაგონზე სადებიუტო იქნება. მას შერეულ ორთაბრძოლებში სულ 15 დაპირისპირება აქვს გამართული და აქედან 11 მისი გამარჯვებით დასრულდა. ლოპეზი COMBAT America-ს ჩემპიონის ტიტულის მფლობელია. 11 მოგებიდან მან 8 ბრძოლის დასრულება ნაადრევად შეძლო.

საინტერესოა ხდება ერთი დეტალი. COMBAT America-ს ერთ-ერთმა მებრძოლმა, კემპბელ მაკლარენმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. მაკლარენი აცხადებს, რომ ლოპეზმა დვალიშვილთან ბრძოლაზე თანხმობით საკმაოდ არასწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან მას მოქმედი კონრაქტი აკავშირებს COMBAT America-სთან. მოგვიანებით, გუსტავოს მენეჯერმა დენიელ რუბენშტეინმა დაადასტურა, რომ თავად დაუშვა შეცდომა მოლაპარაკებების დროს. ლოპეზს მართლაც აკავშირებდა მოქმედი კონტრაქტი COMBAT America-სთან, თუმცა ამ ამბის გაანალიზების შემდეგ მისმა აგენტმა კომპანიიდან თავისი მებრძოლის წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

დატოვე კომენტარი