ახალი ეპოქის დასაწყისი - „პერსეპოლისმა“ გველესიანზე ვიდეო გაავრცელა [ვიდეო] #1TVSPORT
ახალი ეპოქის დასაწყისი - „პერსეპოლისმა“ გველესიანზე ვიდეო გაავრცელა [ვიდეო] #1TVSPORT

„გიორგი გველესიანი და ახალი ეპოქის დასაწყისი“, – ასე წარადგინა ირანის საუკეთესო და აზიის ერთ-ერთმა საუეკთესო კლუბმა „პერსეპოლისში“ ქართველი მცველი, რომელიც გუნდს მეორე ირანული კლუბიდან, „სეპაჰანიდან“ შეუერთდა.

გიორგი გველესიანი 31 წლის ცენტრალური მცველია. 2016 წლის ივნისამდე თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ ვარჯიშობდა უკრაინულ ლუცკის „ვოლინთან“. თუმცა, რეგისტრაციის პრობლემებმა ლეგალურად არ მისცა თამაშის უფლება, 2017 წლის ზაფხულის დასაწყისში ირანულ კლუბთან პრო ლიგის გუნდში „ზობ აჰანიში“ ჩაირიცხა.

2018 წლის 28 ივლისს გველესიანი ერთწლიანი კონტრაქტით შეუერთდა ირანულ „ნასაჯი მაზანდარანს“, ხოლო 2019 წელს „სეპაჰანში“ ორწლიანი კონტრაქტით ჩაირიცხა, „პერსეპოლისთან“ კი ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Persepolis (@perspolis)

საფეხბურთო კლუბი „პერსეპოლისი“ ასპარეზობს სპარსეთის ყურის პრო ლიგაში და მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძლიერ, ტიტულოვან და პოპულარულ გუნდად ირანული ფეხბურთის ისტორიაში. არის ქვეყნის 14-გზის ჩემპიონი და ცხრაგზის ვიცე-ჩემპიონი, თასის ექვსგზის მფლობელი, აზიის თასების მფლობელთა თასის მფლობელი და ფინალისტი, ასევე აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ჩემპიონთა ლიგის ორგზის ფინალისტი.

დატოვე კომენტარი