ახალი ბრაზილიელი ბათუმის „დინამოში“ - ყოფილი ანდერლეხტელი სამ თებერვალს ჩამოდის
ახალი ბრაზილიელი ბათუმის „დინამოში“ - ყოფილი ანდერლეხტელი სამ თებერვალს ჩამოდის
ბათუმის „დინამოს“ თურქულ შეკრების დასრულების შემდეგ, ბრაზილიელი ლეგიონერი შეუერთდება – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგევრდი ავრცელებს.
 
ბათუმის „დინამოს“ გამოცდილი ბრაზილიელი შემტევის, რეინალდო დოს სანტოს სილვას (რეინალდო) დამატება სურს, რომელიც თავისუფალი აგენტია. 30 წლის ფეხბურთელს საქართველოში სამ თებერვალს ელიან და სამედიცინო შემოწმებას გავლის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.
რეინალდუ შემტევი ნახევარმცველია და უთამაშია ბრაზილიურ „რესიფში“ , ბელგიურ „ანდერლეხტში“ , „სერკლ ბრიუგესა“ და „ვესტერლოში“. 2013 წლის თებერვალში რეინალდო გახდა აგდამის „ყარაბაღის” მოთამაშე და ამ გუნდის ყველაზე მნშვნელოვან წარმატებებში მონაწილეობდა. ბოლოს ყაზახეთში, პავლოდარის „ირტიშში” თამაშობდა.