ახალგაზრდულმა ნაკრებმა წყალტუბოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა - გუნდს გაბრიელ სიგუა შეუერთდა #1TVSPORT
ახალგაზრდულმა ნაკრებმა წყალტუბოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა - გუნდს გაბრიელ სიგუა შეუერთდა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლში ჩრდილოეთ ირლანდიასთან პირველი მატჩისთვის შეიკრიბა. რამაზ სვანაძის გუნდმა მზადება პირველ სექტემბერს წყალტუბოში დაიწყო და პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით გამართა. ნაკრებს გაბრიელ სიგუა აკლდა, მაგრამ „ლოზანა სპორტის“ ნახევარმცველი გუნდს უკვე შეუერთდა.

უმცროსი „ჯვაროსნები“ ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტის, ლატვიის, საბერძნეთისა და გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს – შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 9 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება. ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.