ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო - სიაში ლეგიონერები არ არიან #1TVSPORT
ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო - სიაში ლეგიონერები არ არიან #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ეროვნულმა გუნდმა შეკრება დაიწყო. ნაკრები სასტუმრო „მოხალისეში“ დაბინავდა და 8-დღიან შეკრებას 4 ივნისს დაასრულებს.

ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ სიაში ლეგიონერები არ არიან.

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913)

მცველები: თორნიკე ჯანგიძე, ლევან ხარაბაძე (ორივე – დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ბექა ბუიღლიშვილი, გიორგი ქველაძე (ორივე – ლოკომოტივი თბილისი), ზურაბ ერაძე (სამტრედია), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), მათე ტერელაძე (ვიტ ჯორჯია).

ნახევარმცველები: გიორგი გოჩოლეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი (ორივე – საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფეშვილი (ორივე – დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), თამაზ შარვაშიძე (ტორპედო ქუთაისი), ბექა ვერულიძე (შუქურა).

თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია, შოთა შეყილაძე (ორივე – თელავი),გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ლომთაძე (სამტრედია).

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, ბოლო მატჩი, 29 მარტს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ბელარუსის 21-წლამდე ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და შეხვედრა სამბურთიანი უპირატესობით – 4:1 მოიგო.