ახალგაზრდულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო
ახალგაზრდულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდული (21-წლამდელები) ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით გუნდი ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ვარჯიშობს.

ამ ეტაპზე შეკრებაზე 23 ფეხბურთელი ჩამოვიდა. ლვოვის „რუხის“ წევრი რატი არდაზიშვილი საწვრთნელ პროცესში პირველი სექტემბრიდან ჩაერთვება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა გუნდის დახმარებას ლუკა ლაკვეხელიანი. ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც საფრანგეთთან მატჩს გაფრთხილების გამო გამოტოვებს, შესაძლოა ნაკრებს ლიხტენშტეინთან შეუერთდეს.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დილა“, გორი), გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“, თელავი)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ჯემალ ჯინჯოლავა (ორივე – „ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა ასათიანი, შალვა ბურჯანაძე (ორივე – „სამგურალი“, წყალტუბო), ილია ბერიაშვილი („თელავი“, თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“, ქუთაისი), ლუკა ლაკვეხელიანი („მეზოკოვეშდი“, უნგრეთი)

ნახევარმცველები: რატი მჭედლიშვილი, დავით სამურკასოვი, ბექა დარცმელია, თორნიკე ძებნიაური (ყველა – „ლოკომოტივი“,თბილისი), ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი (ოირვე – „დინამო“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), ნიკა გაგნიძე („დილა“, გორი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი, ბექა ქავთარაძე (ოივე – „საბურთალო“, თბილისი), ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“ წყალტუბო)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სექტემბრის კალენდარი:

4 სექტემბერი, 21:00

გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი

საქართველო – საფრანგეთი

8 სექტემბერი, 19:00

ესხენი, სპორტპარკი

ლიხტენშტაინი – საქართველო