ახალგაზრდულმა ევროშესარჩევი მარცხით დაასრულა
ახალგაზრდულმა ევროშესარჩევი მარცხით დაასრულა

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები პოლონეთს ესტუმრა და ევროშესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში დიდი ანგარიშით დამარცხდა.

30-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა გიორგი კუცია გააძევა და დარჩენილი დრო საქართველოს ახალგაზრდულმა გუნდმა 10 კაცით ჩაატარა. პოლონელებმა კი რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლეს: 52-ე წუთზე ანგარიში იაგეილომ გახსნა, 74-ე წუთზე მიხალიკმა სხვაობა ორამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი 90-ეზე კოვნაცკიმ დააფიქსირა და პოლონეთმა 3:0 გაიმარჯვა.

საბოლოოდ, ახალგაზრდულმა ნაკრებმა 10 მატჩში 12 ქულა მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა, პირველზე კი დანია გავიდა, რომელმაც 23 ქულა დააგროვა და კონკურენტ პოლონეთს ქულით გასწრო.