ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - მაისურაძის გუნდი შვეიცარია-აზერბაიჯანისთვის შეკრებას იწყებს
ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - მაისურაძის გუნდი შვეიცარია-აზერბაიჯანისთვის შეკრებას იწყებს

ვასილ მაისურაძემ იმ მოთამაშეთა სია დაასახელა, რომლებიც ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი შეხვედრისთვის მოემზადებიან.

გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შვეიცარიისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებებს დაუპირისპირდება. საქართველოში დაგეგმილი მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო).

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლუკა ლაკვეხელიანი (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), დავით კობოური (დინამო, თბილისი, საქართველო), ივა გელაშვილი (სპარტა, პრაღა, ჩეხეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლუკა ასათიანი (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე (თელავი, საქართველო).

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი (ყველა – დინამო, თბილისი, საქართველო), დავით სამურკასოვი, ბექა დარცმელია, თორნიკე ძებნიაური (ყველა – ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ნიკა ნინუა (პაოკი, სალონიკი, საბერძნეთი), ლუკა სილაგაძე (ვალმიერა, ლატვია)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კარაგუმრუკი, სტამბოლი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), რევაზ ინჯგია (რადნიჩკი, სერბეთი).

მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლიხტენშტაინთან მიღებული წითელი ბარათის გამო შვეიცარიასთან დისკვალიფიცირებულია, აღნიშნულ შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო გიორგი კუციაც გამოტოვებს. ორივე ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებს აზერბაიჯანთან შეხვედრაში შეურთდება.

მატჩების განრიგი

9 ოქტომბერი – 20:00 საათი

საქართველო – შვეიცარია

13 ოქტომბერი – 19:00 საათი

საქართველო – აზერბაიჯანი

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, აღნიშნულ მატჩებზე წინა თამაშების მსგავსად, მედიის წარმომადგენელთათვის უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შეხვედრებზე მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაიშვება.