ახალგაზრდული ნაკრების შეკრება გრძელდება #1TVSPORT
ახალგაზრდული ნაკრების შეკრება გრძელდება #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების 8-დღიანი საწვრთნელი პროცესი გრძელდება. შეკრება 26 მაისს დაიწყო და 4 ივნისს დასრულდება.

საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ – 23 ფეხბურთელი გამოიძახა. სიაში არ არიან საქართველოს 21-წლამდელთა გუნდის ლეგიონერები, რადგან ამ შეკრებაზე გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ თამაშს არ ჩაატარებს.

 

U21 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები

თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913).

მცველები

თორნიკე ჯანგიძე, ლევან ხარაბაძე (ორივე – დინამო თბილისი), ბექა ბუიღლიშვილი, გიორგი ქველაძე (ორივე – ლოკომოტივი თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ზურაბ ერაძე (სამტრედია), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), მათე ტერელაძე (ვიტ ჯორჯია), დავით სამსონია (გაგრა)

ნახევარმცველები

ბექა ხარაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი (სამივე – საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანატოლი მესიაჩენკო, ლუკა რობაქიძე (ორივე – სამტრედია), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ ინჯგია (თელავი), თამაზ შარვაშიძე (ტორპედო ქუთაისი), ბექა ვერულიძე (შუქურა)

თავდამსხმელები

გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), შოთა შეყილაძე (თელავი), გიორგი ლომთაძე (სამტრედია).