ახალგაზრდული ნაკრები წყალტუბოში შეიკრიბა - სვანაძე ჯერ გუნდს არასრული შემადგენლობით ავარჯიშებს #1TVSPORT
ახალგაზრდული ნაკრები წყალტუბოში შეიკრიბა - სვანაძე ჯერ გუნდს არასრული შემადგენლობით ავარჯიშებს #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ახალი საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადება დაიწყო.

რამაზ სვანაძის გუნდი 6 სექტემბერს, 20:00 საათზე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ქუთაისში გიბრალტართან მატჩით გახსნის, ხოლო მეორე ტურის მატჩში 12 სექტემბერს კიშინეუში მოლდოვას დაუპირისპირდება.

რამაზ სვანაძის გუნდმა საწვრთნელი პროცესი წყალტუბოში არასრული შემადგენლობით დაიწყო, ლეგიონერთა ძირითადი ნაწილი გუნდს 4 სექტემბერს შეუერთდება.

U21 | შემადგენლობა:

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“).

მცველები: გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, ლუკა ლაცაბიძე (სამივე – „დინამო თბილისი“), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო“ ქუთაისი), გეგი გეგუჩაძე („ლოკომოტივი“ თბილისი), ზურაბ რუხაძე („მეტა“, ლატვია), საბა მამაცაშვილი („გაგრა“).

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, ლაშა ოდიშარია (ორივე – „დინამო თბილისი“), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი“ წყალტუბო), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო“), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი („ლიეპაია“, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), ირაკლი ეგოიანი („ტვენტე“, ნიდერლანდები).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკ-ი, საბერძნეთი), გიორგი აბუაშვილი („პეტროლული“, რუმინეთი), ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი“), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი“, ნიდერლანდები), გიორგი კვერნაძე („ფროსინონე“, იტალია).

U21. საშემოდგომო მატჩების განრიგი:

6 სექტემბერი, 20:00

საქართველო – გიბრალტარი

12 სექტემბერი, 21:00

მოლდოვა – საქართველო

12 ოქტომბერი

საქართველო – ნიდერლანდები

17 ოქტომბერი

საქართველო – შვედეთი

16 ნოემბერი

ჩრდ. მაკედონია – საქართველო

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე – tkt.ge; ასევე, 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სალაროებში, რომელიც 11:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.