ახალგაზრდული ნაკრები თურქეთშია - გუნდმა ლატვიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
ახალგაზრდული ნაკრები თურქეთშია - გუნდმა ლატვიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთშია, სადაც ლატვიის 21-წლამდელთა ნაკრებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება.

რამაზ სვანაძის გუნდმა თურქულ შეკრებაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. ნაკრების საწვრთნელ პროცესში ყველა მოთამაშე მონაწილეობდა გუნდის კაპიტნის, გიორგი გულიაშვილის გარდა, რომელიც გუნდს 21 მარტს შეუერთდება.

საქართველოსა და ლატვიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი 26 მარტს გაიმართება. შეხვედრა თურქეთის ქალაქ ბელეკის საფეხბურთო კომპლექსში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე („დინამო თბილისი“), თორნიკე მეგრელიშვილი („საბურთალო“), ლევან თანდილაშვილი („თელავი“).

მცველები: გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე (სამივე – „დინამო თბილისი“), ივა გელაშვილი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა, თორნიკე კაპანაძე (სამივე – „საბურთალო“), მათე აბულაძე, გიორგი გვიშიანი (ორივე – „სამტრედია“).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, გიზო მამაგეიშვილი (სამივე – „საბურთალო“), ბექა დარცმელია („ნიუკასლ ჯეტსი“, ავსტრალია), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი“), გიორგი მოისწრაფიშვილი („დინამო თბილისი“).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა („რეალ იუნიონი“, ესპანეთი), გიორგი ლომთაძე („გაგრა“), გიორგი კვერნაძე („დინამო ბათუმი“), ოთარ ფარულავა („დილა“), ნიკა ხორხელი („სამგურალი“).