ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლით დაასრულა #1TVSPORT
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლით დაასრულა #1TVSPORT

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში 10 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში.

ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 13 სპორტსმენით იასპარეზა. ახალგაზრდა ძიუდოისტებიდან ცხრა ვაჟი იყო, ხოლო ოთხი ქალი. ჩვენი გუნდის წევრები მამაკაცთა შეჯიბრზე ხუთ წონით კატეგორიაში გამოვიდნენ. მსოფლიო პირველობა ერთეულებში დასრულდა, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – ვერცხლი გიორგი სარდალაშვილი (60კგ), გიორგი ტერაშვილი (73კგ), ბრინჯაო – თორნიკე მაზიაშვილი (60კგ), შალვა გურეშიძე (+100კგ).

14 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, გუნდური შეჯიბრება ჩატარდება.