ახალგაზრდული ევრო 2023-ის ლეგიონი - გაგნიძე ძირითადს შეეჩვია, ოგბაიძემ გერმანიაში ტაიმი ითამაშა #1TVSPORT
ახალგაზრდული ევრო 2023-ის ლეგიონი - გაგნიძე ძირითადს შეეჩვია, ოგბაიძემ გერმანიაში ტაიმი ითამაშა #1TVSPORT

საქართველო რუმინეთთან ერთად 2023 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა, ვინ ითამაშა და ვინ არა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან, რომლებიც, შესაძლოა, ამ ტურნირზე საქართველსო 21-წლამდელებში ვიხილოთ.

სამწუხაროდ, ფეხბურთელების დიდი ნაწილი ცოტას თამაშობს. მაგალითად, ესპანეთში, ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსიამ“ „ელჩესთან“ საშინაო მატჩი 2:1 მოიგო, გიორგი მამარდაშვილი კი „მესტალიელებისსათადარიგოებში იყო.

სეგუნდა RFEF-ის ორ ჯგუფში ქართველების გუნდებმა ითამაშეს, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები სხვადასხვა მიზეზით მოედანზე არ გასულან. მე-4 ჯგუფში სათადარიგო იყო ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა „კადისი ბ“-ში, რომელმაც „სან ფერნანდოსთან“ გასვლაზე 0:0 ითამაშა. მოედანზე არც გიორგი გაგუა გასულა ტერსერა RFEF-ის მე-4 ჯგუფის მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა, „ალავესი ბ“-მ „ანაიტასუნასთან“ სტუმრად 0:0 ქულა მოიპოვა.

პორტუგალიის ლიგა 2-ში „პორტუ ბ“ სტუმრად „ვილაფრანკენშესთან” 1:2 დამარცხდა. გიორგი აბუაშვილი ამჯერად სტუმართა სამატჩო განაცხადში არ ყოფილა. შალვა ოგბაიძე იყო იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც ამ უქმეებზე სრული ტაიმი მაინც ჩაატარა. გერმანიის მესამე ბუნდესლიგაში ქართველი თავდამსხმელის გუნდი ბერლინის „ვიქტორია“ „მეპენს“ ესტუმრა, მე-15 წუთზე 10 კაცით დარჩენილებმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 0:3 დამარცხდნენ.

რუსეთის პრემიერლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას („რუბინი“) და ზურიკო დავითაშვილის („არსენალი“) ამბები ყველასთვის ცნობილია და მათზე ამჯერად არ შევჩერდებით. სასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ 18 წლის ლუკა გაგნიძე ბოლო სამი მატჩია ეკატერინბურგის „ურალის“ ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და ახლა მწვრთნელი, მილანის „ინტერის“ ყოფილი შემტევი იგორ სალიმოვი ისე ენდობა, რომ „როსტოვთან“ სტუმრად მოგებულ (4:1) მატჩში 89 წუთი ათამაშა.

სანამ ბოლომდე არაა ცნობილი, კონსტანტინე მარადიშვილი (მოსკოვის „ლოკომოტივი“) რუსეთის ნაკრებში ითამაშებს თუ საქართველოს სახელით, მის ამბებსაც გავეცნოთ. 21 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში „უფასთან“ შინ მოგებულ (2:0) მატჩში ანგარიში 71-ე წუთზე გახსნა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.