ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „გონიოში“ ითამაშებს #1TVSPORT
ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „გონიოში“ ითამაშებს #1TVSPORT

პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველი რიკარდო ნობრეგა გონიოსთვის შეუტევს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

20 წლის რიკარდო მიგელ მარკეზ ნობრეგა ლისაბონის „ბენფიკას“ აღზრდილია და პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 15-დან 20-წლამდე ნაკრებებში ჯამში 32 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

„ბენფიკის“ აკადემიის სკაუტებმა ის „მარიტიმუში“ შენიშნეს და 2016 წელს ლისაბონური კლუბის აკადემიაში გადაიყვანეს. „ბენფიკასთან“ ერთად რიკარდო უეფა-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

„ბენფიკას“ შემდეგ ნობრეგა „აკადემიკო ვიზეოსა“ და „ეშტრელა ამადორას“ ახალგაზრდულ გუნდე გი კიკაბიძე დაეხმარა – სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ნობრეგა „გონიოს“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება“, – აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.