ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა - „დინამო თბილისი“ ბოსნიაში „ზრინსკის“ დაუზავდა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი ბოსნიაში უეფა-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩში მოსტარის „ზრინსკის“ დაუზავდა 1:1 და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს.
„პერიცა პერო პავლოვიჩი არენაზე“ გამართული შეხვედრა „დინამომ“ კარგად დაიწყო და 32-ე წუთზე რეზიკო დანელიას გოლით დაწინაურდა. მაგრამ 69-ე წუთზე „ზრინსკიმ“ დავიდ კარაჩიჩის ზუსტი დარტყმით მიზანს მიაღწია და ანგარიში გაათანაბრა.
90-ე წუთზე პოლონელმა მთავარმა არბიტრმა თბილისელთა მცველს, ლაშა ხუციშვილს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და „დინამომ“ საპასუხო მატჩამდე მცირე უპირატესობა მოიპოვა.
ჩემპიონთა გზის პირველი რაუნდის მეორე ეტაპის საპასუხო შეხვედრას „დინამო თბილისი“ „ზრინსკისთან“ 1 ოქტომბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გამართავს.
წარმატების შემთხვევაში „დინამო თბილისის“ მომდევნო მეტოქე კვიპროსული „ლარნაკა“ იქნება.