ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს სამი მოჭიდავე ეყოლება
ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს სამი მოჭიდავე ეყოლება

6-18 ოქტომბერს, ბუენოს აირესში გასამართ ახალგაზრულ ოლიმპიადაზე, სამი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს. ჭიდაობას, არგენტინის დედაქალაქში გასამართ თამაშებზე სამი დღე 12-14 ოქტომბერი დაეთმობა.

ქართველი ფალავნები ორივე დისციპლინაში – თავისუფალ და ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში იასპარეზებენ.

მოჭიდავეთა ნაკრებს სამხრეთ ამერიკაში ვაჟა კრავეიშვილი უხელმძღვანელებს და მის განკარგულებაში შემდეგი სპორტსმენები არიან:

გიორგი გეგელაშვილი – თავისუფალი ჭიდაობა 48 კგ.

გიორგი თოხაძე – ბერძნულ–რომაული ჭიდაობა 51 კგ.

გიორგი ჩხიკვაძე – ბერძნულ–რომალური ჭიდაობა 60კგ.

ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში მედლები 12 ოქტომბერს, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კვარცხლბეკზე ასასვლელად 14 ოქტომბერს იბრძოლებენ. რაც შეეხება 13 ოქტომბერს, ამ დრეს ხალიჩა ქალ მოჭიდავეებს დაეთმობათ, სადაც საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს.

შეგახსენებთ რომ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, სხვა ტურნირებისგან განსხვავებით, ჭიდაობაში, მხოლოდ ხუთი წონითი კატეგორიაა.

ოლიმპიურ თამაშებზე მედლების 241 კომპლექტი გათამაშდება, რომლისთვისაც 206 ქვეყნის ოთხი ათასამდე ახალგაზრდა სპორტსმენი იბრძლებს. მათ შორის ათ სახეობაში 15 ქართველიც იქნება.